ირაკლი კოვზანაძე: მთავრობამ საქმით დაამტკიცა, რომ არის პროფესიონალების გუნდი, რომელიც ერთი მხრივ, ადეკვატურად პასუხობს არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს

განვლილი 2 წლის განმავლობაში ამ მთავრობამ საქმით დაამტკიცა, რომ არის პროფესიონალების გუნდი, რომელიც ერთი მხრივ, ადეკვატურად პასუხობს არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს,-ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში მთავრობის განახლებული გუნდისთვის ნდობის გამოცხადების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების კლასიფიკაცია მოახდინა.

„ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სწრაფი და მდგრადი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, ბიზნეს და საინესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ფინასური სექტორის სტაბილურობა, ფულად რესურსებზე წვდომა, დასაქმება და უმუშევრობის დონე. ეს არის კლასიფიკაცია, რომელსაც პასუხობს ის პროგრამა, რომელიც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა წარმოადგინა. განსაკუთრებით – მისი ეკონომიკური ნაწილი”,-აღნიშნა კობზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, წარმოდგენილი პროგრამა სტრატეგიულად, ტაქტიკურად გამართულია და ორიენტირებულია პრობლემების მოგვარებაზე.

„განვლილი 2 წლის განმავლობაში ამ მთავრობამ საქმით დაამტკიცა, რომ არის პროფესიონალების გუნდი, რომელიც ერთი მხრივ, ადეკვატურად პასუხობს არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მეორე მხრივ, ფუნდამენტს უყრის ჩვენი ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ განვითარებას”, – აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7, 5 %-ს მიაღწია, ხოლო განვლილი 10 თვის საშუალო რეალურმა ზრდამ – 4, 9 % შეადგინა.

„ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, ექსპორტმა 30%-ს გადააჭარბა და ბოლო მონაცემებით ერთ-ერთი საუკეთესოა. ესეც ამ მთავრობის მიღწევაა”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლებში პერმანენტულად იზრდება ვიზიტორების რაოდენობა და 2, 7 მილიარდ დოლარს ვიღებთ ტურიზმიდან. მან 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, 3 %-იანი დეფიციტით ბიუჯეტი ბოლო პერიოდში არ დამტკიცებულა.

„ეს არის ციფრი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლარის კურსზე და მასთან დაკავშირებულ პროცესებზე. ხელისუფლება ამბობს, რომ 740 მილიონ ლარს დახარჯავს, ვიდრე 2017 წელს ხარჯავდა. 2 კვირის წინ ცვლილება შევიტანეთ, 300 მილიონი დავამატეთ 2017 წლის ბიუჯეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წელს ხელისუფლება 1 მილიარდი ლარით მეტს დახარჯავს, ვიდრე 2017 წელს “, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები