აკაკი ზოიძე: მთავრობ იცის რა უნდა გააკეთოს, რომ თითოეულმა მოქალაქემ ქვეყნის განვითარება საკუთარ თავზე იგრძნოს

მთავრობამ იცის რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გააკეთოს და რა შედეგი უნდა მიიღოს, რათა თითოეულმა მოქალაქემ ქვეყნის განვითარება საკუთარ თავზე იგრძნოს,-ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა სა სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პარლამენტში მთქავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოვხადების მიზეზებზე საუბეისას განაცხადა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვართ მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა და ამ სიტუაციაში მთავრობას გააჩნია მკაფიო და კონკრეტული გრძელვადიანი ხედვა. ეს არის მთავრობის ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმა.

მთავრობამ იცის რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გააკეთოს და რა შედეგი უნდა მიიღოს, რათა თითოეულმა მოქალაქემ ქვეყნის განვითარება საკუთარ თავზე იგრძნოს.

სწორედ ასეთ ამბიციურ პოლიტიკას ქმნის ის რეფორმები, რომლებიც უკვე მიმდინარეობს და რომელთა დაწყებაც დაანონსდა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ განათლების სისტემაში, ჯანდაცვის სფეროში, სოფლის მეურნეობაში და მცირე მეწარმეთა მხარდასაჭერ პროგრამებზეც ისაუბრა.

იგი ასევე სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და საპენსიო რეფორმის მნიშვნელობას და ნარკოპოლიტიკის ინიცირებულ ცვლილებებსაც შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები