კვირიკაშვილი: ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ

რაღაცებად მოგვაქვს თავი და დღე არ გავა, თუ კვირა არ გავა, არ გავიგოთ, რომ მამაკაცმა, თუ შეიძლება მას მამაკაცი ეწოდოს, ცოლი, თუ ყოფილი ცოლი სასტიკო ფორმით მოკლა”,- ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ოჯახური ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს.
“ამ კუთხით ქვეყანაში უბედურება ხდება და ეს არის ერთერთი გამოწვევა როგორც კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე კულტურული, მენტალური პრობლემა გახლავთ. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. მე ვიქნებოდი მომხრე, რომ ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ ქალთა მიმართ ძალადობაზე. ჩვენ ამ მიმართულებით სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ და ის, რაც ხდება, ჩვენი ქვეყნის სირცხვილია და მხარს დავუჭერ, რომ მაქსიმალურად, რამდენიმეჯერ გავამკაცროთ კანონმდებლობა, რათა არ გვქონდეს დღეს არსებული დრამატული სურათი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები