თრიალეთის ქუჩაზე შსს-ს თანამშრომელმა თვითდაზიანებები მიიყენა

თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. “კვირას” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თვითდაზიანებები მიიყენა.  არსებული ინფორმაციით, პოლიციის პოლკოვნიკ ზვიად ფიცხელაურს უკვე ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„აღენიშნებოდა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, შემავალი მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები. პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებით შემოიყვანეს  საოპერაციო ბლოკში. გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია, აღმოჩნდა ფილტვის ქსოვილის დაზიანება, ფაქტიურად სამ ადგილზე. ოპერაციამ ჩაიარა დამაკმაყოფილებლად. გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს არის ნაკვეთი ჭრილობა და კერძოდ რითია მიყენებული, ამას მე ვერ გეტყვით,“ – განაცხადა კლინიკა „ოპტიმალმედის“ რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი გეგაშვილმა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ზვიად ფიცხელაური უწყებაში ინკასატორის პოზიციაზეა დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები