გიორგი გახარია: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონტაქტი დროის ფუჭი ხარჯვაა

“ჩვენი რეაქცია ნული უნდა იყოს, რადგან ეს არის ცარიელი, ყველანაირ შინაარსს მოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები”,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, “ნაციონალურ მოძრაობასთან” მმართველ გუნდს არანაირი კონტაქტი აღარ უნდა ჰქონდეს, რადგან ამაზე დროის ხარჯვა ფუჭია.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთ ჯგუფს ჰგონია, მნიშვნელობა აქვს. რეალურად, გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ ეს არის აბსოლუტურად ცარიელი, მხოლოდ პროვოკაციებსა და უაზრო ჭორებზე დაყრდნობილი ქმედებები. ამიტომ საჭიროდ არ ვთვლი, ამაზე რაიმე რეაქცია მოვახდინო. ჩვენი რეაქცია ნული უნდა იყოს, რადგან ეს არის ცარიელი, ყველანაირ შინაარსს მოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები. ამიტომ ვთვლი, რომ დღეიდან ამ ძალასთან არანაირი კონტაქტი და ყველაფერზე ნული რეაქცია უნდა გვქონდეს, რადგან ამაზე დროის ხარჯვა ფუჭია“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ახალი მთავრობის წევრებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები