რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტი წარუდგინა

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები მოსახლეობისთვის 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობას განაგრძობენ. მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები დღეს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, დადიანის N 7-ში მცხოვრებ მოსახლეობას გააცნო.
რიმა ბერაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტით ჩუღურეთის რაიონისთვის 15 038 800 ლარია განსაზღვრული. მისივე თქმით, გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი – 3 077 600 ლარი ინფრასტრუქტურული მდგომარეობისგაუმჯობესებას მოხმარდება, ხოლო ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებით 3 440 200 ლარი დაიხარჯება.
როგორც თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა განმარტა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისპროგრამის გაუმჯობესება-ხელშეწყობა კვლავ პრიორიტეტად რჩება, რაზეც მომდევნო წელს 3 458 000 ლარიგამოიყოფა.
რიმა ბერაძის თქმით, რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ავარიული სახლების გამაგრება და კულტურულიმემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაც პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.
რიმა ბერაძის განცხადებით, მომავალ წელსვე განხორციელდება ფიროსმანის ქუჩის პროექტირება და ამისთვისთბილისის განვითარების ფონდი 1 მლნ ლარს დახარჯავს. დეპუტატის განმარტებით, რაიონის 5 ძირითად ქუჩასრეაბილიტაცია ჩაუტარდება, განახლდება და აღდგება 40 სკვერი. გარდა ამისა, ჩუღურეთის რაიონს კიდევ 5 ახალისკვერი შეემატება. ასევე დაგეგმილია 21 სტადიონის აღდგენა.
„მომავალ წელს რაიონის ბიუჯეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია გათვალისწინებული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთთითოეული ჩუღურეთელის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის“ – განაცხადა რიმა ბერაძემ ბიუჯეტისწარდგენისას.
ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობას რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები