უცხოეთის ბაზრებზე 16 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული კონიაკი გავიდა

    2014 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონიაკია ექსპორტირებული. ამ ინფორმაციას ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ეს მონაცემი 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84%-ით მეტია.
იანვარ-აპრილში საექსპორტო ბაზრებზე 4,3 მილიონზე (0,5ლ) მეტი ბოთლი კონიაკი გაიყიდა. ექსპორტირებული ქართული კონიაკის 58% უკრაინაში გაიყიდა, მეორე ადგილზე რუსეთია, სადაც 1,57 მილიონი ბოთლი კონიაკია რეალიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები