“მთაწმინდის პარკში” უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

მთაწმინდის პარკში ატრაქციონის დემონტაჟს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული პირი, მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. “მთაწმინდის პარკში” სამუშაოებს კერძო კომპანია “კანო” ატარებს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 240 -ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები