თბილისის აეროპორტში ნისლისა და უამინდობის გამო, 4 რეისი გაუქმდა და 2 შეფერხდა

21 დეკემბერს, ღამის საათებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნისლისა და უამინდობის გამო, 4 რეისი გაუქმდა, ხოლო 2 შეფერხდა.
როგორც „კვირას” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, ამჟამად აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
„ძლიერი ნისლის გამო, ფრენები ვერ შესრულდა ვარშავის, მიუნხენის და სტამბოლის ორივე აეროპორტის მიმართულებით. ამ ოთხი რეისის გარდა, მოსკოვი-თბილისისა და სტამბოლი-თბილისის რეისებს დაჯდომა სათადარიგო აეროპორტებში განხორციელდა. როგორც კი ამინდი გაუმჯობესდა და ფრენები აღდგა, ორივე თვითმფრინავი თბილისის მიმართულებით გამოფრინდა. ამჟამად აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს “, – განაცხადეს თბილისის აეროპორტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები