გიორგი კახიანი: პრემიერი პარლამენტის წინაშე წარდგება და სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრებს

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დღეს განახლებული მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განმარტა, პრემიერი პარლამენტის წინაშე წარდგება და სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრებს.
„პრემიერი წარდგება პარლამენტის წინაშე და ისაუბრებს სამთავრობო პროგრამაზე. შემდგომ პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, კითხვები დაუსვან პრემიერს, ამის შემდგომ უკვე იქნება კომიტეტების გამოსვლები, პარლამენტის წევრთა ინდივიდუალური გამოსვლები, შემდგომ უმრავლესობისა და უმცირესობის ფრაქციები და უკვე ბოლოს, პრემიერს ექნება შესაძლებლობა, დასკვნითი სიტყვით მიმართოს პარლამენტს“, – აცხადებს კახიანი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს უკვე მოუსმინეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე, ფრაქციების ფორმატში, უმრავლესობასა და უმცირესობასთან შეხვედრაზე.
პრემიერმა მთავრობის მომავალი სამოქმედო გეგმა წარადგინა, სადაც აქცენტები ეკონომიკურ განვითარებაზე, საგარეო ურთიერთობებსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე გააკეთა.
ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება მთავრობის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში მიღებული ცვლილებების შედეგად გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები