ოკუპანტებმა ხურვალეთის მკვიდრი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთის მკვიდრი ლალი ხაჩირაშვილი  გაიტაცეს.

არაებული ინფორმაციით, ხაჩირაშვილი საკუთარი ნაკვეთიდან იმ დროს გაიტაცეს, როცა ხბოების გასარეკად გავიდა.

ცნობილი ხდება, რომ ქალი უკვე ცხინვალში წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ლალი ხაჩირაშვილი ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში მზარეულად მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები