პრემიერი: რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია

რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი,აღნიშნული განცხადებით, პრემიერი პარლამენტში  “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკანორ მელიასთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.

“მინდა, საზოგადოებას, ხაზს ვუსვამ, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს, პრინციპში შეძლო მდგომარეობიდან ჩემი გამოყვანა. ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი.

ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოოდა, გამიზნული იყო იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ემოციები ზედმეტი იყო”, -ნათქვამია პრემიერის მიერ გავრცელებულ წერილში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს „უნამუსო“ და „კორუმპირებული“ უწოდა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მის განტვირთვას მანდატურების და პრემიერის დაცვის ჩარევა დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები