ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა ხმაურის ფონზე დასრულდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა ხმაურის ფონზე დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა სხდომის დარბაზი უკვე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს „უნამუსო“ და „კორუმპირებული“ უწოდა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მის განტვირთვას მანდატურების და პრემიერის დაცვის ჩარევა დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები