გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ემოციები ვერ შევიკავე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს „უნამუსო“ და „კორუმპირებული“ უწოდა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები