კვირიკაშვილი გაჩეჩილაძეების შესახებ დასმულ კითხვაზე: ლევანის შვილის ქორწილში ვარ მხოლოდ ნამყოფი, მაგ ოჯახიდან

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რომ არა “უცნობის”, იგივე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ, ტარიელ ხეჩიკაშვილის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, “სიტროენ ჯორჯიასთან” დაკავშირებულ ტენდერზე, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას საერთოდ არ აპირებდა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, როდესაც მას გია გაჩეჩილაძე დაუკავშირდა, საკითხის გარკვევა მთავრობის ადმინისტრაციის უფროს მაია ცქიტიშვილს დაავალა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, საბოლოოდ, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ტენდერი კანონიერად და გამჭვირვალედ ჩატარდა.
კვირიკაშვილმა შესაბამისი განცხადება პარლამენტში გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა მიმართა კითხვით, როგორ მოახერხა “უცნობთან” დაკავშირებულმა კომპანიამ 12 ათასი კვადრატული მეტრი მიწის მიღება, რაზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უპასუხა, რომ საერთოდ არ იცოდა, გიორგი შარაშიძე უცნობის სიძე რომ იყო.
“სიმართლეს გეტყვით. გაჩეჩილაძის სიძე თუ იყო, სტუდია მონიტორის სიუჟეტიდან შევიტყვე და პირდაპირ გეუბნებით, იმ მომენტში გახდა ჩემთვის ცნობილი, ეს ფიცით შემიძლია დავადასტურო…” -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
უმცირესობის რეპლიკას, იყო თუ არა უცნობის შვილისა და შარაშიძის ქორწილში ნამყოფი, პრემიერმა უპასუხა, რომ _ არა.
„ლევანის შვილის ქორწილში ვარ მხოლოდ ნამყოფი, მაგ ოჯახიდან” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები