ქეთევან ჯოხაძემ მუხიანი 2-ის მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები გააცნო

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი წევრი ქეთევან ჯოხაძე მუხიანი 2-ის მოსახლეობას შეხვდა და მომდევნო წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები პირადად გააცნო.

დეპუტატის განმარტებით, 2018 წლის  ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული  ის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც მუხიანი 2-ის მოსახლეობას წლების მანძილზე აწუხებს. კერძოდ, მომდევნო წლის ბიუჯეტის თანახმად აღნიშნულ დასახლებაში იგეგმება კოლექტორისა და საკანალიზაციო ქსელის ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა. პროექტის საერთო ღირებულება 970 000 ლარს შეადგენს.  ასევე  მუხიანის ტერიტორიაზე მომდევნო წლის განმავლობაში იგეგმება ახალი სკვერებისა და სპორტული მოედნების  მოწყობა და გამწვანების ღონისძიებები, არსებული სკვერებისა და სტადიონების რეკონსტრუქცია, მათ შორის აღსანიშნავია სამშობლოსათვის თავდადებული მებრძოლის მარატ ნოზაძის სახელობის  სკვერი.

ქეთევან ჯოხაძის თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საჭიროების გათვალისწინებით მომდევნო წლის ბიუჯეტის თანახმად მუხიანში  გობრონიძის ქუჩაზე ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობაც იგეგმება.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დაამტკიცა. ბიუჯეტის პრიორიტეტებს შორის აღსანიშნავია ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, სოციალური, სპორტული პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები