გიორგი გახარია ე.წ. მე-12 ოთახის ერთ სტრუქტურაში ინტეგრირებაზე საუბრობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, ე.წ. მე-12 ოთახის მუშაობის დახვეწაზე ისაუბრა.

„ე.წ. მეთორმეტე ოთახი დღეს ფუნქციონირებს რთული მექანიზმებით: უნდა მიხვიდე ერთგან, სადაც დაგირტყამენ ბეჭედს, მერე წახვიდე სხვაგან, სადაც უნდა გადაიხადო, ისევ დაბრუნდე მესამეგან და ა.შ. როდესაც ვსაუბრობთ სერვისების უკეთ მიწოდებაზე, იგულისხმება, რომ ეს ყველაფერი ერთ სტრუქტურაში უნდა იყოს ინტეგრირებული, ამის გადაჭრას უნდა დასჭირდეს რამდენიმე თვე და არა წლები”,- განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები