ევროკომისიის ანგარიში: საქართველომ გამოავლინა სერიოზული მზადყოფნა, აღკვეთოს და ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს

“საქართველომ გამოავლინა სერიოზული მზადყოფნა, აღკვეთოს და ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს”, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომელმაც დღეს მედიის წარმომადგენლებს ევროკომისიის ანგარიში გააცნო.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქართული დანაშაულებრივი ჯგუფები ძირითადად ჩართულნი არიან საკუთრებასთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულში (კერძოდ, სახლების ორგანიზებული ძარცვა და ქურდობა) და განსაკუთრებით აქტიურობენ საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში.

“ეს დანაშაულებრივი ჯგუფები განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან ევროკავშირს, რადგან მათი ქმედებები ხშირად განიხილება როგორც დაბალი ინტენსივობის დანაშაული, მათი კონტროლი კრიმინალურ ბაზარზე თანმიმდევრულად იზრდება და ისინი თანამშრომლობენ სხვა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან. საქართველო რჩება სატრანზიტო ქვეყნად სხვადასხვა სახის უკანონო საქონლის გადასაზიდად ევროკავშირში, განსაკუთრებით ნარკოტიკისა. საქართველო მზარდად გამოიყენება უკანონო შემოსავლების გასათეთრებლად, რომელთაც სხვადასხვა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები გამოიმუშავებენ ევროკავშირში და ევროკავშირს მიღმა და თანდათანობით წარმოჩინდა როგორც გათეთრებული დანაშაულებრივი შემოსავლების სატრანზიტო ქვეყანა”,- ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში, რომელიც ქართულ მედიას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა გააცნო, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ გამოავლინა სერიოზული მზადყოფნა, აღკვეთოს და ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები