მამუკა ბახტაძე: კაპიტალის ბაზრის განვითარება მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია

“კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ გაერთიანებულ საპარლამენტო კომუტეტებზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სიღრმე და ეფექტურობა შექმნის ეროვნული ვალუტით გრძელვადიანი დაფინანსების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებლის, განვითარებას. სტაბილური ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი, თავის მხრივ, შეამცირებს მერყეობებს ეკონომიკაში და კიდევ უფრო გაზრდის მის ეფექტურობას.

,,ჩვენი უწყების კომპეტენციის ფარგლებში, უკვე განხორციელდა ღონისძიებები საგადასახადო სისტემის და ფასიანი ქაღალდების მიმართულებით, კერძოდ:
განხორციელდა ფასიანი ქაღალდების დაბეგვრის სისტემის ძირეული გადახედვა. შემუშავდა საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტი. ამჟამად, საქართველოს პარლამენტში, სწორედ აღნიშნული პროექტის განხილვა მიმდინარეობს. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირები და არარეზიდენტები თავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან, ასევე, სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით და სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე, გარდა განაკვეთების შემცირებისა. ცვლილების თანახმად, შესაძლებელი იქნება, როგორც რეზიდენტი ისე არარეზიდენტი პირებისთვის სრულად განულდეს საგადასახადო ადმინისტრირების რისკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ფინანსური ინტრუმენტების დაბეგვრის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები