დაწყებულია კონკრეტული გამოძიება, თუ როგორ მოხვდა ეს ხალხი აქ – გახარია სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდა ეს ხალხი აქ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„დაწყებულია კონკრეტული გამოძიება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდა ეს ხალხი აქ. საზღვრის დაცვის პოლიციის რეფორმირების საჭიროების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორია ესეც”, – განაცხადა გახარიამ.
როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, რეალურად, ამ სპეცოპერაციის დროს, ძირითადი ამოსავალი წერტილი იყო მოქალაქეების უსაფართხოება.
გახარიას თქმით, ამიტომ გაგრძელდა სპეცოპერაცია ამდენი ხნის განმავლობაში.
„თქვენ რომ შეადაროთ მსგავსი ოპერაციები ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს, საკმაოდ კარგად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული”, – აღნიშნა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები