ფრანგული კომპანია Automobiles Citroen SA “სიტროენ ჯორჯიას” ემიჯნება

საფრანგეთის საელჩო კომპანია “სიტროენ ჯორჯია”- სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საფრანგეთის საელჩოს განცხადებით, კომპანია “სიტროენ ჯორჯია” (Citroen Georgia) არ უნდა ასოცირდებოდეს სიტროენის ბრენდთან, რადგან Automobiles Citroen SA-სა და ამ იურიდიულ პირს შორის სამართლებრივი კავშირი არ არსებობდა და არ არსებობს.
აღნიშნული განცხადება საფრანგეთის საელჩომ სასწრაფო დახმარების მანქანების სკანდალურ ტენდერთან დაკავშირებით გაავრცელა.
„ეს იურიდიული პირი არასდროს ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე ზემოთხსენებული კომპანიის იურიდიული წარმომადგენლის, ავტორიზებული იმპორტიორისა და მომწოდებლის ფუნქციებს. Automobiles Citroen SA უარყოფს ნებისმიერ კავშირს “სიტროენ ჯორჯიას” მიერ საჯარო ბაზრებზე გაკეთებულ შეთავაზებებთან“, – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.
გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობი), რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია “სიტროინ ჯორჯიამ” უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.
მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. გაჩეჩილაძის ცნობით, “სიტროინის” მოგების შემდეგ, ტენდერი გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები