გიორგი გახარია: საზღვრებზე სპეციალიზირებული კამერები დამონტაჟდება

როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებზე, სპეციალიზირებული კამერები დამონტაჟდება – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კამერები სამართალდამცველებს ძებნილი პირების აღმოჩენაში დაეხმარება.

„როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებზე, დამონტაჟდება სპეციალიზირებული კამერები, რომლებიც ხელს შეუწყობს იდენტიფიცირებას, პროცესი უკვე მიმდინარეობს. გარკვეულ ადგილებზე, ეს კამერები, უკვე დგას. დაახლოებით 400-მდე ასეთი კამერა განთავსდება და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთ საგამოძიებო პროცესში დაგვეხმარა კიდეც ძებნილი პიროვნების აღმოჩენასთან დაკავშირებით “, -აღნიშნა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები