2018 წლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები გაიზრდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ განათლების პროცესში უმთავრესი როლი პედაგოგს აკისრია. შესაბამისად, მათთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობას შეიქმნება და ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

პროფესიული განვითარების მოტივაციის ამაღლების მიზნით, მინისტრის თქმით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები. ამასთან, მინიმუმამდე დავა ბიუროკრატიული პროცედურები,  რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ.

ამავდროულად, უწყვეტ რეჟიმში და კომპლექსურად  განხორციელდება პედაგოგთა კვალიფიკაციის მონიტორინგი. დაიხვეწება შიდა და გარე შეფასების მექანიზმი, რომლის მიზანია საუკეთესოთა გამოვლენა და სათანადო დაფასება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები