პროფესიული განათლების ბაზაზე შესაძლებელი გახდება სკოლის ატესტატის ექვივალენტი დოკუმენტის აღება

პროფესიული განათლების მიმართულებით, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა თითოეული მოქალაქის კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ახალი პროფესიის დასაუფლებლად პირობების შექმნაზე. ამასთან, პროფესიული განათლების კონკრეტული რეგიონის ეკონომიკურ საჭიროებაზე მორგებაზე და  დუალურ, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების გაგრძელებაზე.

ახლო მომავალში განვითარდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გაიზრდება გეოგრაფიული დაფარვა.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე დაიწყება პროფესიული და ზოგადი განათლების სფეროთა ინტეგრირების პროცესი. საბაზო სწავლების დონეზე პროფესიული უნარების განმავითარებელი აქტივობები, ხოლო საშუალო სკოლებში სრულფასოვანი პროფესიული განათლება მოზარდებს დასაქმების სფეროსთან დაახლოებაში დაეხმარება.

განვითარდება პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის კავშირები, დაინერგება წინმსწრები და არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები.

მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ ზოგადი განათლების ატესტატი და სურთ პროფესიული განათლების მიღება, სპეციალური პროგრამების დანერგვის შემდეგ, შეეძლებათ   სკოლის ატესტატის ექვივალენტური სერთიფიკატი მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები