გიორგი გახარია: საპატრულო პოლიცია რეფორმირების ახალ ეტაპზე გადადის

გაერთიანებულ საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის რეფორმირების შემდგომ ეტაპზე გადასვლაზე ისაუბრა.

“მოგეხენებათ, რომ რამდენიმე წლის წინ საპატრულო პოლიციამ განიცადა რეფორმირება. ეს რეფორმა საკმაოდ წარმატებულად ჩატარდა. თუმცა აქ მინდა აღვნიშნო, რომ ამ რეფორმის ძირითდი კომპონენტი შეეხო ე.წ. ფრონტის ნაწილს. სამწუხაროდ, ის პროცესები და პროცედურები, რომლებიც უნდა იყოს თვითონ სისტემაში, თვითონ ინსტიტუტში საჭიროებს დახვეწას. რეალურად, ინსტიტუციონალური მოწყობა ჯერ კიდევ დასახვეწია.  საერთოდ არ მუშაობს ისეთი კომპონენტები, როგორიც არის გაციფრულება და “დიჯიტალიზაცია”. შესაბამისად, ჩვენ დღეს აშკარად ვხედავთ ტენდენციას, როდესაც პატრულის მომსახურეობა და საპოლიციის მომსახურეობა ფართოვდება,  მოქალაქეებში სერვისზე მოთხოვნა იზრდება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, თუ ე.წ. “ბექის”  კომპონენტი სასწრაფოდ არ დალაგდა,   საპატრულო პოლიციის რეფორმირება და განვითრება იქნება რთული.

“პირველი ამოცანები რომელიც დღეს საპატრულო პოლიციის წინაშე დგას ეს არის ინსტიტუციონალური მოწყობის  გადალაგება და  შიდა პროცესების დალაგება, მათი  დიჯიტალიზირება, სადაც ეს შესაძლებელია რომ გახდეს უფრო სწრაფი,  უფრო მოქნილი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით,  საპატრულო პოლიციამ  უწყების სხვა  მიმართულებების  სერვისებთან  ერთად უნდა მიიღოს სერვისზე ორიენტირებული გარკვეული პლატფორმის სახე.  მისივე განცხადებით, საპოლიციო სერვისები სულ უფრო და უფრო გაფართოვდება და მოხმარდება  უსაფრთხოების მიმართულებით  ჩვენი მოქალაქეების პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები