გიორგი გახარია: შეიქმნება დეპარტამენტი, რომლის ფუნქცია იქნება ადამიანების უფლებების მიმართულებით მუშაობა

გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებითი დეპარტამენტი იქმნება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ისუბრა.

გიორგი გახარიას თქმით, ადამიანის უფლებების ნაწილში, გამოწვევები საკმაოდ მაღალია და ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ იქნა მიღებული. “ვფიქრობთ, რომ ეს დეპარტამენტი იქნება დროებითი, სანამ სრულად არ დასრულდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საგამოძიებო კომპონენტის საბოლოო დახვეწა და რეფორმირება. ეს სპეციალური სტრუქტურა იზრუნებს ისეთი სახის დანაშაულზე, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნების დანაშაული და ა.შ. „- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები