ლევან იზორია: ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით, კონკრეტული შედეგები გვაქვს

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, ნატოს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, დაკმაყოფილებულია.

როგორც იზორიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ნატოს მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ის, რომ საერთო თავდაცვის ბიუჯეტის 20% შეიარაღებაზე იყოს მიმართული.

იზორია აცხადებს, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები, რის საფუძველზეც ალიანსის მხრიდან ხდება ჩვენი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორის და ასპირანტი ქვეყნის აღიარება, კერძოდ, თქვენ იცით, რომ ნატოს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, რასაც ვაკმაყოფილებთ, ამასთან, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომ შეიარაღებაში იყოს 20% გათვალისწინებული, ჩვენ წელს გვქონდა 10%-ი და მომავალ წელს გვექნება დაახლოებით 19%-ი, ასე რომ, ეს არის ძალიან სერიოზული და დიდი ნაბიჯი იმ სტანდარტების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, რასაც ნატო წევრ ქვეყნებს უწესებს და რასაც დღევანდელი ინფორმაციით, ყველა ქვეყანა ვერ ასრულებს (მხოლოდ 5 ქვეყანა თუ ასრულებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%,-ის დაკმაყოფილებას) არაფერს ვიტყვი შეიარაღებაზე, “ – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები