კახა კალაძე: სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით, კონკრეტული საათები უნდა დაწესდეს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძესა და მერის მოადგილე მაია ბითაძეს სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების დაწყება დაავალა.
როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დღის განმავლობაში, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით, კონკრეტული საათები უნდა დაწესდეს.
„საცობების მოწესრიგება, რა თქმა უნდა, კომპლექსური პრობლემაა და ამას მასშტაბური მიდგომები სჭირდება, თუმცა ის კომპონენტები, რაც ნარჩენების გატანას, სამარშრუტო ტაქსების სწორ მოძრაობას, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებას ეხება, უნდა დარეგულირდეს, რაც ნაწილობრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც საცობებთან დაკავშირებით გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი საკითხების დარეგულირებას სხვა ღონისძიებებიც მოჰყვება, რათა ქალაქში ზოგადად, საცობების პრობლემა მოგვარდეს.
„ჩემი თხოვნაა, სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რომ ეს ყველაფერი დალაგდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები