“ცალკე არის გამოსაყოფი მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, ე.წ. უბნის ინსპექტორების ინსტიტუტი, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მოქალაქეებთან ურთიერთობის კომპონენტი”

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, კრიმინალური პოლიციის ეფექტურობის გაძლიერებასა და რეფორმირებაზე ისაუბრა.
გიორგი გახარიას განცხადებით, კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს მეტად ეფექტიანი და უფრო სწრაფად რეაგირებდეს იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. ,, კრიმინალური პოლიციის ნაწილში დღეს აუცილებლად უნდა გამოიყოს რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაწილი. პირველი ეს გახლავთ ის, რასაც ჰქვია საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. რა თქმა უნდა, ცალკე უნდა იყოს დეტექტივთა დივიზიონი, თუმცა აქაც აუცილებელია ერთიანი სინერგიის ეფექტი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ცალკე არის გამოსაყოფი მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, ე.წ. უბნის ინსპექტორების ინსტიტუტი, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მოქალაქეებთან ურთიერთობის კომპონენტი. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რის საფუძველზეც კონცეპტუალურად უნდა მოხდეს კრიმინალური პოლიციის რეფორმირება და შემდგომ მისი განვითარება”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ამ რეფორმის ძირითადი შინაარსი უკვე არსებობს და უახლოეს პერიოდში, იანვრიდან მისი განხილვა საერთაშორისო პარტნიორებთან მოხდება. თებერვალში კი უკვე შესაძლებელი იქნება პირველადი დრაფტის პარლამენტისთვის წარდგენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები