„ვგეგმავ, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ მკაცრი ზედამხედველობა განახორციელოს ახლადდანიშნულ ნოტარიუსებზე სოფლად“

სამომავლოდ ვგეგმავ, რომ იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ მკაცრი ზედამხედველობა განახორციელოს ახლადდანიშნულ ნოტარიუსებზე სოფლად, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მას მოქალაქეებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სოფელში, სადაც ოფისები არსებობს, ნოტარიუსები ყოველდღიურად ადგილზე არ იმყოფებიან.

„იმ რეფორმის წყალობით, რომელიც თქვენთან ერთად გავატარეთ, ყველა მუნიციპალიტეტს უკვე ჰყავს ნოტარიუსი თუმცა, სამომავლოდ მე ვგეგმავ, რომ იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ მკაცრი ზედამხედველობა განახორციელოს ახლადდანიშნულ ნოტარიუსებზე სოფლად, რადგან რამდენიმე მათგანს, როგორც მოქალაქეებმა მაცნობეს, აქვს ოფისის გახსნილი, მაგრამ ყოველდღიურად არ იმყოფება ადგილზე“, -განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები