ზურაბ ალავიძე: მომავალ წელს დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარის დამატებით ახალ პროექტებს დავიწყებთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ ნახევარ მილიარდზე მეტით იზრდება და მილიარდ 815 მილიონ ლარს შეადგენს.

მისივე თქმით, სამინისტროს უზარმაზარი სამუშაო ექნება ჩასატარებელი, რათა ეს ბიუჯეტი შეასრულოს.

„წელს საკმაოდ დატვირთული წელი გვქონდა. სრული დატვირთვით ვიმუშავეთ. მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ ნახევარ მილიარდზე მეტით იზრდება და მილიარდ 815 მილიონ ლარს შეადგენს. უზარმაზარი ბიუჯეტია. უზარმაზარი სამუშაო გვექნება ჩასატარებელი, რათა ეს ბიუჯეტი შევასრულოთ. მომავალ წელს დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარის დამატებით ახალ პროექტებს ვაცხადებთ და დავიწყებთ. 3 წლის განმავლობაში თანხები დაგვემატება. მომავალ წელს, ძირითადად, სამშენებლო ტენდერები იქნება და აქტიური სამუშაოები წლის ბოლოდან და უკვე 2019-2020-2021 წელს განხორციელდება. როგორც თანხობრივი რაოდენობა, ასევე მასშტაბებიც გრანდიოზულია. გამოწვევები დიდი გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ პარლამენტში, სადაც დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები