დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრიწის, ფერაძის და გვიმრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, V კვარტლების და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, ახალი ხეივნის, გულუას, გულიას და წითლანაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის I მიკრორაიონის და ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები