გიორგი ტყემალაძე ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები შშმ პირების ნამუშევრების გამოფენას დაესწრო

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რიმა ბერაძის ინიციატივით, ამავე რაიონში მცხოვრები შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, სადაც მოზარდებმა მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ნახატები წარმოადგინეს.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მისი მოადგილეები და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, ასევე ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს წევრებმა ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებაზე შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
რიმა ბერაძის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლება მეტი ქუჩა იყოს ე.წ. პანდუსით მოწყობილი. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტის შემოყვანა.
,,ყველაფრის მიუხედავად ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ვალდებულები ვართ, შევუქმნათ მათ ცხოვრების ღირსეული პირობები, რათა ამ ადამიანებს მიეცეთ თვითრეალიზების შანსი“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
საღამო, რომელიც „ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში“ მოეწყო, დღის ცენტრში არსებული ანსამბლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელებმა მუსიკალურად გააფორმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები