საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ერიკ ჰოგია

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დღეს ერიკ ჰოგი დაამტკიცა ამის შესახებ მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

ჰოგი ამ პოზიციაზე მოვალეობას 2017 წლის პირველი სექტემბრიდან ასრულებდა. მანამდე, 2015 წლის აპრილიდან მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მან ხელმძღვანელის პოსტზე ლიტველი კიასტუტის იანკაუსკასი შეცვალა.

ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008წლიდან ხორციელდება, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის დასრულებისას ექვსპუნქტიან შეთანხმებას მოეწერა ხელი. მისი მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები