კახა კალაძე მეტროს ვაგონების განახლებასა და ძველი ვაგონების ახლით ჩანაცვლებას გეგმავს

გვინდა მეტროს ვაგონების განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

”დავიწყეთ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. იგულისხმება ორბელიანის მოედანი. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ სამუშაოების განხორციელება, რაც 2018 წლის ოქტომბერში დასრულდება.

ბიუჯეტის კორექტირება, რომელიც განხორციელდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა მინდა ცენტრალურ ხელისუფლებას ვუთხრა, რადგან ამ ტრანსფერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ პროექტების განხორციელება, რომელზეც ვსაუბრობდით.

ამ თანხით მრავალი პროექტის განხორციელებას დავიწყებთ, როგორიც არის ძველი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, გუდიაშვილისა და მეტროს სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ასევე, გვინდა ვაგონების განახლება და მეტროს ახალი ვაგონების შემოყვანა. მეტროთი ბევრი მგზავრი დადის და გვინდა, არსებული ვითარება გავაუმჯობესოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები