კახა კალაძე: “სითი პარკს” სერიოზული დარღვევები აქვს
კომპანია ”სითი პარკს” აქვს სერიოზული დარღვევები, ამიტომ ჩვენ სამართლებრივი კუთხით მივდივართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ წავსულიყავით სამართლებრივი გზით. კომპანიას აქვს სერიოზული დარღვევები, ამიტომ მე ამ წუთში თავს შევიკავებდი კონკრეტულ განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან საუბარია სამართლებრივ გზაზე.
შეიძლება ჩემი განცხადება მომდევნო წლების განმავლობაში ისევ ჩვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.