კახა კალაძე ნაძვის ხის წარწერაზე: ეს არ არის სააარჩევნო სლოგანი, ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქისკენ სწრაფვა

ეს არ არის სააარჩევნო სლოგანი, ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქისკენ სწრაფვა, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ იმ მოსაზრების  საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხესთან წინასაარჩევნო პარტიული სლოგანია დაწერილი.

კახა კალაძემ ქალაქის საახალწლო გაფორმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი იქნება.

”ეს არ არის სააარჩევნო სლოგანი. ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქისკენ სწრაფვა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი რაც შეიძლება მალე გავხადოთ სიცოცხლით სავსე. რა თქმა უნდა ამისთვის ბევრია სამუშაო. ბევრი პროექტია განსახორციელებელი.

ჩვენთვის მთავარი იყო, შეგვექმნა საახალწლო განწყობა მოსახლეობისთვის, რომ ყოფილიყო განსხვავებული. რამდენად შევძელით ეს, მოსახლეობამ გადაწყვიტოს. მე გაძლევთ პირობას, რომ დედაქალაქი მომდევნო წლების განმავლობაში უფრო ლამაზი იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები