gwp ხვალ, ზაზიაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე ახალ ურდულებს დაამონტაჟებს

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ზაზიაშვილის ქუჩაზე, ურდულებისა და რეგულატორების პროგრამის ფარგლებში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს და წყლის წნევის რეგულატორს დაამონტაჟებს. შედეგად ზაზიაშვილის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 20 დეკემბერს, 23:55 საათიდან 21 დეკემბრის 14:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში:
ზაზიაშვილის, ერისთავის, ჩანჩიბაძის, კლდიაშვილის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე, ცოტნე დადიანის და ჩიტაიას ქუჩების ნაწილს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები