სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აშშ-ს საელჩოს იურიდიულ საკითხთა მრჩეველი ეწვია
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აშშ-ს საელჩოს იურიდიულ საკითხთა მრჩეველი საქართველოში ბატონი მაიკლ გრანტი ეწვია. სტუმარს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ თავის კაბინეტში უნასპინძლა. მან სტუმარს დევნილი უნივერსიტეტის არსი და უმთავრესი ღირებულებები გააცნო.
აშშ-ს საელჩოს იურიდიულ საკითხთა მრჩეველმა თავის მხრივ შეხედულება საუნივერსიტეტო დიპლომატიასთან დაკავშირებით გაიზიარა და აღნიშნა,რომ უნივერსიტეტის შესახებ ბევრი რამ სმენია. მისი თქმით ძალიან მნიშვნელოვანია სსუ-სთან ურთიერთობა და ეს ურთიერთობა სურს სხვა ხარისხში აიყვანოს. უნივერსიტეტში შეხვედრის მეორე ნაწილი საჯარო ლექციის სახით თემაზე “ეთიკა იურისტებისათვის” იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს დაეთმო. პრეზენტაცია სსუ-ს რექტორმა,პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. მან სტუდენტებს ბ-ნი გრანტი წარუდგინა და ჯანსაღი სახელმწიფოს მშენებლობაზე , მის უმთავრეს ფუნდამენტზე -უნივერსიტეტზე ისაუბრა. რექტორმა წარმატებები უსურვა ბ-ნ გრანტს და აღნიშნა,რომ ეს შეხვედრა ორივე მხარისათვის სასარგებლო ,შეუქცევადი და შედეგზე ორიენტირებული იქნება. პრეზენტაციის ფარგლებში სსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ბ-ნმა მაიკლმა ეთიკის არსი, დანიშნულება სხვადასხვა კაზუსის საშუალებით აუხსნა. ეკრანზე გამოსახული სიტუაციური ამოცანები სტუდენტებს უნდა ამოეხსნათ. სპეციალური ე.წ „კლიკერებით“ისინი ნიშნავდნენ თავიანთ პასუხებს და ეკრანზე ბ-ნ გრანტს დიაგრამის საშუალებით მოსაზრებებს უზიარებდნენ. ბ-ნმა გრანტმა სტუდენტები აშშ-სა და საქართველოს გულსაბნევებით დააჯილდოვა, ყურადღება გაამახვილა ეთიკის კოდექსზე , ასევე ე.წ. „smell test“-ზე . ისაუბრა, თუ რა ქმნის ეთიკას , ხაზი გაუსვა საქართველოს მაგალითებს ეთიკის კოდექსსა და მის არსებობას. ადამიანის უფლებების დაცვა ,მოქალაქეთა დამოუკიდებლობა და დისკრიმინაცია კაზუსების მთავარი თემა იყო.
დასასრულს მაიკლ გრანტმა სტუდენტებს ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადა და ქართველი ახალგაზრდა თაობის პოტენციალს, საქართველოს უკეთეს მომავალს ხაზი გაუსვა . აშშ-ს საელჩოს იურიდიულ საკითხთა მრჩეველმა აღნიშნა,რომ შთაგონებულია სტუდენტებს თავისი გამოცდილება მაქსიმალურად გაუზიაროს მჭიდრო ურთიერთობისა და მეგობრობის გაგრძელების იმედით.