პრემიერმა სოფელ სვირში სკოლის მშენებლობა დაათვალიერა

   სოფელ სვირის მოსახლეობას მომავალი სასწავლო წლიდან ახალი სკოლა ექნება. 120 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრთან ერთად დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური პედაგოგებს და მოსწავლეებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ განათლება მთავრობის პრიორიტეტია და ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
სვირის საჯარო სკოლის პედაგოგებმა პრემიერს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ახალი სკოლის მშენებლობით, სოფლის ერთ-ერთი დიდი პრობლემა გადაიჭრება, ბავშვებს კი სასწავლო გარემო გაუუმჯობესდებათ.10331758_10152129029464779_82627670_n
მათი განმარტებით, დღეს სასწავლო პროცესი სოფლის განაპირას მდებარე რკინიგზის მაღალი ძაბვის წნევის ქვესადგურის დამხმარე ნაგებობებში მიმდინარეობს, სადაც არ არის ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ნაგებობიდან 25 მეტრში კი მუშაობს მაღალი ძაბვის წნევის ქვესადგურიდა შენობის თავზე გადის ძლიერი ელექტრომაგნიტური გამოსხივების მქონე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ხარისხიანი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების განათლების გარეშე ქვეყნის წინსვლა და განვითარება წარმოუდგენელია.
„განათლებაა სწორედ ის, რაც ჩვენს სამშობლოს განვითარებული ევროპული ქვეყნების რიგებში ჩააყენებს. ამიტომ, ჩვენი მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობს, რომ მოსწავლეებს და სტუდენტებს შეუქმნას ყველა საჭირო პირობა ცოდნის მისაღებად. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ იმას, რომ დროთა განმავლობაში საქართველოს ნებისმიერ კუთხეში სასწავლო დაწესებულებები შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს და მოგვცეს განათლებული ახალგაზრდობის მთელი თაობა, რომელიც იქნებაკონკურენტუნარიანი“, – აღნიშნა პრემიერმა.967496_10152129029459779_20072548_n
სვირის მოსახლეობამ პრემიერს საგზაო პრობლების მოგვარება სთხოვა.როგორც გაირკვა, გზის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დამტკიცებულია და უახლოეს მომავალში განხორციელდება. ამასთან ადგილობრივებმა მიიღეს დაპირება, რომ მოგვარდება გაზიფიკაციის საკითხი და მოეხსნებათ რკინიგზის ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემა.
სადგური სვირის სკოლის მშენებლობა სამი თვეა მიმდინარეობს და სამუშაოებზე დასაქმებულია 50 ადამიანი. სკოლის მშენებლობა სექტემბრის თვეში დასრულდება. მთავრობის მეთაურის განმარტებით,საქართველოს მასშტაბით 9 ახალი სკოლა შენდება,ასევე, 2014 წლის განმავლობაში 340-მდე სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები