სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების დიპლომატთა კლუბი ჩამოყალიბდა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე, სტუდენტების დიპლომატთა კლუბი ჩამოყალიბდა.
დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით, სამდღიანი ტრენინგ-კურსი „საქართველო, როგორც პლატფორმა რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში“ გაიხსნა.
კურსი მსმენელთათვის სერთიფიკატების გადაცემით დასრულდება.
ტრენინგის პირველი დღე უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის საჯარო ლექციით „საქართველო, როგორც პლატფორმა რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში და საუნივერსიტეტო დიპლომატიის როლი“ დაიწყო.
ტრენინგს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ- მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები. დამსწრე საზოგადოებას სსუ-ის დიპლომატთა კლუბის პრეზიდენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი; დიპლომატთა კლუბის ხელმძღვანელი – ილონა ვართანოვა მიესალმა.
რექტორის საჯარო ლექციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ის შეეხო საქართველოს ადგილს მსოფლიოში, მის ისტორიულ მისიას კავკასიის რეგიონში და ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტების მოგვარების გასაღები ეს იქნება ყარაბაღი, აფხაზეთი, თუ სამაჩაბლო სწორედ კავკასიაშია.
სტუდენტებისგან და პროფესორებისგან იყო კითხვები, რამაც თემის გაშლა მოითხოვა. პროფესორები საინტერესო პოლემიკაში ჩაერთვნენ.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები