თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
“თელასის” ინფორმაციით, 19 დეკემბერს საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის გამზირის, ლიხაურის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მცხოვრებლებს,
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს;
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), იოსებიძის, იყალთოს, ბუკიას, ბახტრიონის და კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს;
დიდგორის რაიონში, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის მცხოვრებლებს;
ვაკეში, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, კავსაძის, ტიციან ტაბიძის, მცხეთის, შატბერაშვილის, არაყიშვილის, აბაშელის, რაზმაძის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის, რადიანის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები