კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ხვალ საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორი გიგა ლემონჯავა ღია ლექციას წაიკითხავს

ხვალ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში “ახალი ამბების ჟურნალისტიკის“ (მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე) საგნის (ლექტორი თამარ ბელქანია) ფარგლებში საერათაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორი გიგა ლემონჯავა ღია ლექციას წაიკითხვას. ლექცია 10:30 საათზე დაიწყება.

ლექცია ე.წ „ომის ჟურნალისტიკას „ შეეხება. ასევე იგეგმება საუბარი თემაზე “რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდა”.

გარდა ამისა, მომავალი ჟურნალისტები მოისმენენ თუ როგორ შუქდება ახალი ამბების კონტექსტში საბრძოლო ბატალიები. რას ნიშნავს საინფორმაციო ომი და რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტი ფლობდეს მედიის ენას, იცოდეს როგორ ხდება ინფორმაციით საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მანიპულირება, მაგალითისათვის მომხსენებელი განიხილავს საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის საომარი ბატალიების მაგალითებსა და შეადარებს თუ როგორ გაშუქდა ერთი კონკრეტული ფაქტი, რუსულ, უკრაინულ და ქართულ მედიაში.

ასევე უპასუხებს სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს. შეხვედრა დიალოგის რეჟიმს გულისხმობს.
ამ ტიპის საჯარო ლექციები მომავალ ჟურნალისტებს შესაძლებლობას მისცემს ერთი საგნის ფარგლებში გარდა პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნის მიღებისა, შეხვდნენ ადამიანებს რომლებიც მედიასა და კონფლიქტების დარეგულირებას მეცნიერულ დონეზე სწავლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები