მამუკა მდინარაძე: ორი ახალი ფრაქცია, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შეიქმნება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფრაქციების შექმნა გარკვეულმა ინტერპრეტაციებმა დააჩქარა.
მდინარაძის თქმით, ორი ახალი ფრაქცია, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შეიქმნება.
„შემიძლია გითხრათ, რომ ამ ამბის გარკვეულმა ინტერპრეტაციებმა გარკვეულწილად დააჩქარა ფრაქციების შექმნა, რადგან ჩვენ არსად ვჩქარობთ.
ვფიქრობ, წლის ბოლომდე ფრაქციები შექმნილი იქნება. მართლაც, უკეთესია კოორდინაციისა და იმისათვის, რომ თითოეული დეპუტატის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში, საკანონმდებლო ინიციატივებში და აზრის ფორმირებაში იყოს უზრუნველყოფილი. ამიტომ ორი ახალი ფრაქცია ეყოლება უმრავლესობას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტში 6 ფრაქციის მაგივრად, 8 ფრაქცია იქნება.
„ თქვენ ნახეთ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში აბსოლუტურად უსაფუძვლო სპეკულაციები მოჰყვა ჩვენს მიერ ამ ამბის გახმოვანებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ ამაზე მსჯელობა. როცა პარლამენტში 110-კაციანი ფრაქცია იყო და ის ჩაიშალა პატარა ფრაქციებად, მაშინვე ვთქვით, რომ არ იყო გამორიცხული შექმნილიყო კიდევ რამდენიმე ფრაქცია. სწორედ ამის გაგრძელებაა ესეც, სწორი და უკეთესი მენეჯმენტისთვის“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები