“ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 23 დეკემბერს გაიმართება

“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 23 დეკემბერს, 15:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.
“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” ახლად არჩეულმა აღმასრულებელმა საბჭომ პირველი სხდომა გამართა, სადაც მთავარი საკითხი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის თარიღის, ადგილის და დღის წესრიგის დამტკიცება იყო.
”საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება 9 დეკემბერს გაიმართა, სადაც “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” აღმასრულებელი საბჭოს 11, ეთიკის კმისიის 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრი აირჩიეს. ,,ადვოკატთა შესახებ” კანონის და “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” წესდების მიხედვით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური უნდა გაიმართოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები