ნაძალადევში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ლეჩხუმის პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
„50 წელზე მეტია ამ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ დაგებულა. ადგილობრივ მცხოვრებლებს წვიმიან ამინდში ძალიან დიდი დისკომფორტი ექმნებოდათ. ახლა უკვე მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობაც კმაყოფილია, რადგან პროექტის მიმდინარეობისას, მაქსიმალურად ვეცადეთ, მათი ყველა მოთხოვნა გაგვეთვალისწინებინა“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ლეჩხუმის პირველ შესახვევში ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიურები. ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები