ლევან დავითაშვილი ფრანგ ბიზნესმენებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფრანგ ბიზნესმენებს, კონიაკის მწარმოებელი კომპანიის „პრულო“ დამფუძნებელს, რიჩარდ პრულოს და კომპანიის ექსპორტის მენეჯერს, იუჟენ ჯილეტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქართული საბრენდე სპირტის ევროპის ბაზარზე ექსპორტის პერსპექტივები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ტრადიციაზე და ხაზი უკანასკნელ წლებში ახალი ვენახების გაშენების ზრდის ტენდენციას გაუსვა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ დარგის განვითარების ხელშეწყობის შედეგად, საბრენდე სპირტის ექსპორტიც მზარდი დინამიკით ხასიათდება.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლის – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა და ფრანგულ მხარესთან საბრენდე სპირტის ექსპორტის კუთხით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები