როდის მოთოვს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18 – 24 დეკემბერს, საქართველოში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
18 დეკემბერს საქართველოში ნარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი. 19 – 20 დეკემბერს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 დეკემბრიდან საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 3 – 4 გრადუსით დაიკლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები