ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა

საქართველო ქართულ-პოლონურ საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. ასამბლეა, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს მარეკ კუჩინსკის შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს.  მათი განცხადებით, საპარლამენტო თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის სეიმსა და სენატს შორის დღეს გაფორმდება, საპარლამენტო ურთიერთობას, განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. აღინიშნა, რომ აქტიურად იმუშავებენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები, ასევე, დინამიურ ხასიათს მიიღებს საპარლამენტო კომიტეტების თანამშრომლობა.

შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.  მარეკ კუჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლონეთი საქართველოს დასავლური მისწრაფებებისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები