ხობში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ხობის რაიონის სოფელ შავღელეში გაუჩინარებული 70 წლის მამაკაცი, რომელსაც ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს.
ზაურ ხურცია ბოლოს ახლობლის ოჯახში იმყოფებოდა, საიდანაც არაფხიზელ მდგომარეობაში გავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. ის სოფელ შავღელეში ქვიშის კარიერზე დარაჯად მუშაობდა.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები